API მედიასა და ბიზნესს
ყველა სტატიას - აუდიო ვერსია.
ავტომატურად.
დააკავშირეთ თქვენი საიტი ან სისტემა ერთხელ: ტექსტი გამოქვეყნდება - ბუნებრივი ქართული აუდიო თავად შეიქმნება. ერთი API მოთხოვნით.
წინასწარი ბალანსი ლარში · 0.85 ₾ 1000 სიმბოლოზე · გამოწერის გარეშე
ქალაქის ზოოპარკში ვეფხვის ორი ბელი დაიბადა. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, ბელები ჯანმრთელად არიან და დედასთან ერთად უკვე პირველ ნაბიჯებს დგამენ. სტუმრები მათ ნახვას მომავალი გაზაფხულიდან შეძლებენ.
ძვირფასო მგზავრებო, თბილისიდან ამსტერდამისკენ მიმავალი რეისის ჩასხდომა იწყება 14:35-ზე, გასასვლელი ნომერი 7. გთხოვთ, მოამზადოთ ჩასხდომის ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
...ჩასხდომა იწყება თოთხმეტ საათსა და ოცდათხუთმეტ წუთზე, გასასვლელი ნომერი შვიდი.
ყურადღება! თბილისი-ბათუმის მატარებელი ნომერი 804 გადის მეორე ბაქნიდან 08:15-ზე. მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობაა 5 საათი. გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას.
...მატარებელი ნომერი რვაას ოთხი გადის მეორე ბაქნიდან რვა საათსა და თხუთმეტ წუთზე. ...ხანგრძლივობაა ხუთი საათი.
დილა მშვიდობისა, თბილისო! საათი ზუსტად 9-ს უჩვენებს, გარეთ მზიანი ამინდია და ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე აიწევს. დარჩით ჩვენთან: წინ კარგი მუსიკა და დღის მთავარი ამბებია.
დილა მშვიდობისა, თბილისო! საათი ზუსტად ცხრას უჩვენებს, გარეთ მზიანი ამინდია და ჰაერის ტემპერატურა ოცდაორ გრადუსამდე აიწევს. დარჩით ჩვენთან: წინ კარგი მუსიკა და დღის მთავარი ამბებია.
გმადლობთ, რომ დაგვიკავშირდით. ბარათთან დაკავშირებული საკითხებისთვის დააჭირეთ 1-ს, სესხებისთვის 2-ს, ოპერატორთან დასაკავშირებლად კი დარჩით ხაზზე.
...დააჭირეთ ერთს, სესხებისთვის ორს...
[ჩაფიქრებულად] ძველ სახლში ყველაფერი ისე დახვდა, როგორც ბავშვობაში დატოვა. [მოკლე პაუზა] კარი ნელა გააღო. [ოხვრა] ოცი წელი გავიდა, ბებიას ფანჯარასთან კი ისევ ის ყვავილები იდგა. [ჩაცინება] მეზობლის ძაღლმაც კი იცნო. [ჩურჩულით] ეს ჩვენი საიდუმლო იქნება, კარგი?
ქართული ბრუნვებით, სწორად.
ტიპური სტატია - ნახევარ წუთში.
შეავსეთ ბალანსი - ის იხარჯება აუდიოს მიხედვით.
ვისთვის
ყველგან, სადაც ტექსტი ხმად უნდა იქცეს.
ერთი API - ათასობით აუდიო, ხელით ჩაწერისა და სტუდიის გარეშე.
„მოუსმინეთ სტატიას“ ღილაკი ყველა მასალაზე, გამოქვეყნებისთანავე. მკითხველი რჩება დიდხანს - გზაში, საჭესთან, ვარჯიშისას.
გაკვეთილები, ტესტები და სახელმძღვანელოები აუდიოდ - კურსის ყოველი განახლებისას, ხელახალი ჩაწერის გარეშე.
IVR მენიუები, განცხადებები და შეტყობინებები ერთი ხმით. ტექსტი შეცვალეთ - ახალი ჩანაწერი წამებში მზადაა, MP3 ან WAV.
წიგნები, ჟურნალები და ბიულეტენები აუდიო ფორმატში. გრძელი ტექსტი ნაწილებად მუშავდება და ერთ ფაილად ერთიანდება.
გახადეთ საიტი და დოკუმენტები ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც კითხვა უჭირს: მხედველობის დაქვეითება, დისლექსია, ასაკი.
მოგვწერეთ, რა გჭირდებათ, და ერთად მოვძებნით გამოსავალს: info@tqvi.ge
რატომ თქვი
შექმნილია ქართული კონტენტისთვის.
კითხულობს, როგორც დიქტორი
„2024 წ.“, „250 მლნ ₾“, „მე-21 საუკუნე“, „აშშ“ - რიცხვები, თარიღები და შემოკლებები სწორი ბრუნვებით.
ერთი API - ნული ხელით სამუშაო
გაგზავნეთ ტექსტი, მიიღეთ ბმული აუდიოზე. რიგი, გამეორებები და სერვისის ლიმიტები ჩვენზეა.
პროგნოზირებადი ხარჯი
ფასი სიმბოლოზე, ლარში, დღგ-ს ჩათვლით. ყოველი აუდიოს ფასი ჩანს API-სა და ანგარიშში.
ინვოისი და საკრედიტო ლიმიტი
ბარათით შევსება ან ინვოისით გადახდა, ყოველთვიური ამონაწერი CSV-ში.
რამდენიმე გასაღები
ცალკე API გასაღები ყველა საიტისა და გარემოსთვის; გაუქმება ერთი დაჭერით, პორტალიდან.
თქვენი ბრენდის ხმა
რამდენიმე ხმა ერთ ანგარიშში და, მოთხოვნით, საკუთარი ხმა თქვენი დიქტორის ჩანაწერებით.
API
ინტეგრაცია - ერთი შუადღე.
REST და JSON. ყველა მოთხოვნას ახლავს თქვენი API გასაღები: Authorization: Bearer <key>. გასაღებს პორტალში ქმნით.
-
1
გაგზავნეთ ტექსტი
POST /api/v1/jobs-textდაvoice_id. -
2
მიიღეთ ამოცანის ID
პასუხი მაშინვე:
202, ამოცანის UUID და სტატუსიqueued. -
3
შეამოწმეთ სტატუსი
GET /api/v1/jobs/{id}:queued→processing→completedანfailed. -
4
ჩასვით აუდიო
completed- პასუხში არისaudio_urlდა ფასი ლარში.failedარ ღირს არაფერი.
# ტექსტის გაგზავნა curl -X POST https://app.tqvi.ge/api/v1/jobs \ -H "Authorization: Bearer $TQVI_KEY" \ -d text="მთავრობამ ახალი კანონი მიიღო..." \ -d voice_id=default \ -d playback_speed=1.1 # პასუხი: 202 { "id": "9b2f6c1e-…", "status": "queued" } # რამდენიმე წამში: GET /api/v1/jobs/9b2f6c1e-… { "status": "completed", "audio_url": "https://…/9b2f6c1e.mp3", "price": { "amount": "0.6773", "currency": "GEL" } }
| მოთხოვნა | რას აკეთებს |
|---|---|
| POST /api/v1/jobs | ახალი აუდიო ტექსტიდან |
| GET /api/v1/jobs/{id} | სტატუსი, audio_url, ფასი |
| GET /api/v1/voices | ხელმისაწვდომი ხმები და მათი voice_id |
| /api/v1/dictionary | თქვენი ლექსიკონი: როგორ წაიკითხოს სახელები და შემოკლებები (მაგ. TBC → თიბისი). კონკრეტული სტატიისთვის სიტყვები მოთხოვნაშივე გადაეცემა |
| GET /api/v1/balance | ბალანსი და ხელმისაწვდომი თანხა ლარში |
# ბალანსის შემოწმება
curl https://app.tqvi.ge/api/v1/balance \
-H "Authorization: Bearer $TQVI_KEY"
{ "balance": "48.20",
"credit_limit": "0.00",
"available": "48.20",
"currency": "GEL" }
არასავალდებულო პარამეტრები: tone, format (mp3 ან wav), dictionary და playback_speed - 0.5-დან 2-მდე, აჩქარებს ან ანელებს მზა აუდიოს ხმის ტონის შეცვლის გარეშე. ფასი არ იცვლება.
ბალანსი თუ არ კმარა, POST /api/v1/jobs აბრუნებს 402-ს საჭირო და ხელმისაწვდომი თანხით - აუდიო არ იქმნება და არც თანხა ჩამოიჭრება.
ფასები
წინასწარი ბალანსი ლარში. გამოწერის გარეშე.
შეავსეთ ბალანსი ბარათით 5 ₾-დან ან გადაიხადეთ ინვოისით. თითოეული აუდიოს ფასი ბალანსიდან ჩამოიჭრება მისი დასრულებისას; წარუმატებელი აუდიო უფასოა, გამოუყენებელი თანხა კი ბრუნდება.
დაახლოებით ერთი წუთი აუდიო. დღგ-ს ჩათვლით.
- ✓ API, რამდენიმე გასაღები და ხმა
- ✓ ვებ სტუდია და აუდიოს რედაქტორი გუნდისთვის
- ✓ ბარათით შევსება 5 ₾-დან 300 ₾-მდე
ფასდაკლება ან ფიქსირებული ტარიფი ყოველთვიურ მოცულობაზე.
- ✓ ინვოისი, საკრედიტო ლიმიტი, CSV ამონაწერი
- ✓ საკუთარი ბრენდის ხმა - მოთხოვნით
- ✓ დახმარება ინტეგრაციაში
ბალანსის შევსება - ნებისმიერი თანხა 5 ₾-დან 300 ₾-მდე (სწრაფი არჩევანი: 20, 50, 100, 250 ₾), ბარათით (Visa, Mastercard), Apple Pay-ით ან Google Pay-ით. თანხა ბალანსზე ჩაირიცხება გადახდისთანავე.
ტექსტის გახმოვანება - 0.85 ₾ ყოველ 1000 სიმბოლოზე (დღგ-ს ჩათვლით), ჩამოიჭრება ბალანსიდან აუდიოს შექმნისას. აუდიო (MP3) მზადდება წამებში და ხელმისაწვდომია სტუდიასა და API-ში. ფიზიკური მიწოდება არ ხდება.
დეტალები: მომსახურების პირობები · კონფიდენციალურობა · თანხის დაბრუნება
ხშირი კითხვები
ვის ეკუთვნის შექმნილი აუდიო?+
თქვენ. ტექსტიც და მიღებული აუდიოც თქვენია - შეგიძლიათ გამოიყენოთ კომერციულად, საიტზე, აპლიკაციასა თუ ეთერში.
რა ხდება, თუ ბალანსი ამოიწურება?+
API დააბრუნებს 402-ს და ახალი აუდიო არ შეიქმნება, სანამ ბალანსს არ შეავსებთ. ბიზნეს კლიენტებს შეგვიძლია დავუწესოთ საკრედიტო ლიმიტი, რომ საიტი არ გაჩერდეს.
რამდენ ხანში მზადდება აუდიო?+
ჩვეულებრივ, რამდენიმე წამში. გრძელი ტექსტი ნაწილებად მუშავდება და ერთ ფაილად ერთიანდება.
რა ფორმატით მივიღებ აუდიოს?+
MP3 ან WAV. ბმული audio_url პასუხში ჩნდება სტატუსით completed.
შეიძლება აუდიოს აჩქარება ან შენელება?+
დიახ. გადაეცით playback_speed 0.5-დან 2-მდე: მზა აუდიო აჩქარდება ან შენელდება ხმის ტონის შეცვლის გარეშე, ფასი კი არ იცვლება. პორტალის რედაქტორში შეგიძლიათ მზა აუდიოები შეკვეცოთ, გააერთიანოთ და დაამატოთ პაუზები, უფასოდ.
შეიძლება გამოუყენებელი ბალანსის დაბრუნება?+
დიახ, თანხის დაბრუნების პოლიტიკის მიხედვით.
როგორ იცავთ ჩვენს ტექსტს?+
ტექსტს ვიყენებთ მხოლოდ აუდიოს შესაქმნელად. დეტალები - კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
აუდიო ყველა სტატიაზე - ამ კვირიდანვე.
შექმენით ბიზნეს ანგარიში ან მოგვწერეთ: info@tqvi.ge