თქვი მუშაობს წინასწარ შევსებული ბალანსით: თანხა ჩამოიჭრება მხოლოდ მზა აუდიოზე. ქვემოთ აღწერილია, როდის და როგორ შეგიძლიათ დაიბრუნოთ თანხა.
1. გამოუყენებელი ბალანსი
- შევსებიდან 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ შევსების გამოუყენებელი ნაწილის სრულად დაბრუნება.
- 14 დღის შემდეგ გამოუყენებელი ბალანსი ბრუნდება ანგარიშის დახურვისას, მოთხოვნის საფუძველზე.
- უკვე შექმნილი აუდიოს ღირებულება არ ბრუნდება: მომსახურება სრულად გაწეულია თქვენივე მოთხოვნით.
- მისასალმებელი ბონუსი (საჩუქრად დარიცხული თანხა) არ ბრუნდება და არ გადაიცვლება ფულად.
2. ტექნიკური ხარვეზი
- თუ აუდიო ვერ შეიქმნა, თანხა საერთოდ არ ჩამოიჭრება.
- თუ აუდიო შეიქმნა, მაგრამ ჩვენი მხრიდან ტექნიკური ხარვეზის გამო გამოუსადეგარია (მაგ. ცარიელი ან დაზიანებული ფაილი), მოგვწერეთ 30 დღის განმავლობაში - თანხას დაგიბრუნებთ ბალანსზე.
- ხმის სინთეზის ბუნებრივი თავისებურებები (ინტონაცია, იშვიათი სიტყვის წარმოთქმა) ხარვეზად არ ითვლება.
3. როგორ მოვითხოვო
მოგვწერეთ info@tqvi.ge იმ ელფოსტიდან, რომლითაც ხართ რეგისტრირებული. მიუთითეთ გადახდის თარიღი და თანხა ან აუდიოს ID. მოთხოვნას განვიხილავთ 5 სამუშაო დღეში.
4. დაბრუნების წესი
- თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც გადაიხადეთ, გადახდის სისტემის (Flitt) მეშვეობით. ბანკამდე მისვლას ჩვეულებრივ სჭირდება 5–10 სამუშაო დღე.
- ინვოისით გადახდილი თანხა ბრუნდება იმავე საბანკო ანგარიშზე.
- დამატებით საკომისიოს არ ვიტოვებთ.
5. მომხმარებლის უფლებები
ეს პოლიტიკა არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით, გარანტირებულ უფლებებს.
6. კონტაქტი
ი/მ ნიკო ფეიქრიშვილი (პ/ნ 01027025421) · info@tqvi.ge · +995 598 36 73 50, საქართველო, თბილისი, მედია მერიანაშვილის ქ. №33