ეს პოლიტიკა განმარტავს, როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს თქვი (შემდგომში „ჩვენ“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს საიტზე https://tqvi.ge და სერვისში https://app.tqvi.ge. მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.
1. დამმუშავებელი
ი/მ ნიკო ფეიქრიშვილი, პირადი ნომერი 01027025421. კონტაქტი: info@tqvi.ge, +995 598 36 73 50, საქართველო, თბილისი, მედია მერიანაშვილის ქ. №33.
2. რა მონაცემებს ვამუშავებთ
- ანგარიშის მონაცემები: სახელი და გვარი, ელფოსტა, პაროლის დაშიფრული ანაბეჭდი; ბიზნეს ანგარიშისთვის - კომპანიის სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი.
- კონტენტი: ტექსტი, რომელსაც გასახმოვანებლად გვიგზავნით, და მიღებული აუდიო ფაილები.
- გადახდის მონაცემები: თანხა, სტატუსი, გადახდის იდენტიფიკატორი და ბარათის ნიღბიანი ნომერი (მაგ. 4444 55XX XXXX 1111). ბარათის სრულ მონაცემებს ვერ ვხედავთ და არ ვინახავთ - მათ ამუშავებს გადახდის პროვაიდერი.
- ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, API გასაღების ბოლო გამოყენების დრო, სისტემური ჟურნალები.
3. რისთვის ვიყენებთ
- სერვისის მიწოდება: ანგარიშის მართვა, ტექსტის გახმოვანება, აუდიოს შენახვა და მიწოდება (საფუძველი - ხელშეკრულების შესრულება);
- ანგარიშსწორება, ბალანსის აღრიცხვა და ბუღალტერია (ხელშეკრულება და კანონით დაკისრებული ვალდებულება);
- უსაფრთხოება, თაღლითობის პრევენცია და ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა (ლეგიტიმური ინტერესი);
- სერვისთან დაკავშირებული შეტყობინებები, მაგ. ელფოსტის დადასტურება და პაროლის აღდგენა.
თქვენს ტექსტს არ ვიყენებთ რეკლამისთვის და არ ვყიდით. სარეკლამო წერილებს გამოგიგზავნით მხოლოდ თქვენი ცალკე თანხმობით.
შეცდომის შეტყობინებისას ვინახავთ შესაბამის ტექსტს, რომ გავასწოროთ წაკითხვა. ის იშლება აუდიოსთან ან ანგარიშთან ერთად.
4. ვის ვუზიარებთ
მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ იმ მომწოდებლებს, რომლებიც სერვისის მუშაობისთვის აუცილებელია და ჩვენი დავალებით მოქმედებენ:
- ჰოსტინგისა და ფაილების შენახვის პროვაიდერი (სერვერები და Cloudflare R2);
- Cloudflare - საიტის მიწოდება და დაცვა;
- Flitt - ბარათით გადახდის დამუშავება;
- ხმის სინთეზის ტექნოლოგიის პროვაიდერები, მათ შორის აშშ-ში - მხოლოდ გასახმოვანებელი ტექსტი;
- ელფოსტის გაგზავნის სერვისი;
- Google (Google Analytics) - აგრეგირებული სტატისტიკისთვის.
მონაცემებს გავცემთ სახელმწიფო ორგანოზე მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.
5. მონაცემების საზღვარგარეთ გადაცემა
ზოგიერთი მომწოდებელი (მაგ. ხმის სინთეზის პროვაიდერი) მონაცემებს ამუშავებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ დაცვის გარანტიებს, ხოლო მათი არარსებობისას - თქვენს თანხმობას, რომელსაც გასცემთ სერვისის გამოყენებით. თუ არ გსურთ ტექსტის საზღვარგარეთ გადაცემა, მოგვწერეთ და შემოგთავაზებთ ხმას, რომელიც მხოლოდ ჩვენს სერვერებზე მუშავდება.
6. შენახვის ვადები
- გასახმოვანებელი ტექსტი და აუდიო - სანამ ანგარიში აქტიურია, ან სანამ არ წაშლით;
- ანგარიშის მონაცემები - ანგარიშის დახურვიდან 30 დღე;
- ფინანსური ჩანაწერები - საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადით (6 წელი);
- სისტემური ჟურნალები - 90 დღე.
7. თქვენი უფლებები
გაქვთ უფლება მოითხოვოთ: ინფორმაცია დამუშავების შესახებ, მონაცემების ასლი, შესწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა, მონაცემების გადატანა და თანხმობის გამოხმობა. მოთხოვნა გამოგზავნეთ მისამართზე info@tqvi.ge - ვუპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში (არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა). თქვენ ასევე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdps.ge).
8. ქუქიები და ანალიტიკა
აუცილებელი ქუქიები - სესიისა და უსაფრთხოებისთვის (ავტორიზაცია, CSRF დაცვა). მათ გარეშე სერვისი ვერ იმუშავებს.
ანალიტიკა - Google Analytics (Google LLC, აშშ), რათა გავიგოთ, რომელი გვერდები და ფუნქციები გამოიყენება. საფუძველი - ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, გავაუმჯობესოთ სერვისი. ვაგროვებთ აგრეგირებულ მონაცემებს (გვერდის ნახვები, მოწყობილობის ტიპი, სავარაუდო ქვეყანა/ქალაქი, ღილაკებზე დაჭერა, რეგისტრაციისა და გადახდის ფაქტი და თანხა); სახელს, ელფოსტას, ტექსტს ან ბარათის მონაცემებს Google-ს არ ვუგზავნით. IP მისამართი ანონიმიზდება. სარეკლამო ქუქიებს არ ვიყენებთ.
ანალიტიკაზე უარის თქმა შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებით (ქუქიების დაბლოკვა) ან Google-ის გაფართოებით Google Analytics Opt-out.
9. უსაფრთხოება
კავშირი დაშიფრულია (HTTPS), პაროლები და API გასაღებები ინახება მხოლოდ დაშიფრული ანაბეჭდის სახით, წვდომა მონაცემებზე შეზღუდულია. 18 წლამდე პირებზე სერვისი არ არის გათვლილი.
10. ცვლილებები
პოლიტიკის არსებითი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ ელფოსტით ან სერვისში, ძალაში შესვლამდე მინიმუმ 14 დღით ადრე.