თქვი

TQVI.GE/BUSINESS

თქვი

ქართული ტექსტი - ბუნებრივ ხმად, რამდენიმე წამში

გახმოვანების API და ვებ-სტუდია ახალი ამბების საიტებისთვის, ბიზნესისთვის და კონტენტის შემქმნელებისთვის

info@tqvi.ge · +995 598 36 73 50

გამოწვევა

ქართული აუდიო დღეს ნელი და ძვირი პროცესია

სტუდია და დიქტორი

ყოველი ჩანაწერი მოითხოვს ადამიანს, დროს და აღჭურვილობას

ახალი ამბები არ ელოდება

სტატია წუთებში ქვეყნდება, ხელით გახმოვანება კი საათებს ან დღეებს მოითხოვს

უცხოური სერვისები

ქართულ რიცხვებს, ბრუნვებს და სახელებს ხშირად არასწორად კითხულობენ

2

თქვი

გადაწყვეტა

„თქვი“ ტექსტს ბუნებრივ ქართულ ხმად აქცევს

API

თქვენი საიტი ან სისტემა თავად აგზავნის ტექსტს და იღებს მზა აუდიოს. ადამიანის ჩარევა არ სჭირდება

ვებ-სტუდია

ჩასვით ტექსტი, აირჩიეთ ხმა და ტონი, ჩამოტვირთეთ MP3. რედაქტორში შეკვეცეთ და გააერთიანეთ აუდიოები

წინასწარი ბალანსი

გამოწერა არ არის. ბალანსს ლარში ავსებთ და იხდით მხოლოდ გახმოვანებულ სიმბოლოებში

3

თქვი

მოუსმინეთ

0:00 / 1:45

დააჭირეთ ▶ ღილაკს და მოუსმინეთ ნიმუშს

ეს აუდიო „თქვი“-მ შექმნა, სტუდიისა და დიქტორის გარეშე

სტატია: რატომ შეაჩერა Stellantis-მა ფრანგულ ქარხნებში ავტომობილების წარმოება? (bm.ge)

4

თქვი

როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი სტატიიდან აუდიომდე

1

ტექსტის გაგზავნა. თქვენი სისტემა აგზავნის ტექსტს, ხმას და ტონს და იღებს დავალების ნომერს

2

დამუშავება. რიცხვები, ლექსიკონი და ემოციის ტეგები მუშავდება და აუდიო იქმნება

3

მზა აუდიო. სტატუსი ხდება „დასრულებული" და იღებთ MP3-ის ბმულს, საიტზე ჩასასმელად

POST /api/v1/jobs

{
  "text": "ქალაქის ზოოპარკში ვეფხვის ორი ბელი დაიბადა...",
  "voice_id": "...",
  "tone": "...",
  "playback_speed": 1.1
}

GET /api/v1/jobs/{id}
queued → processing → completed

5 · ასევე: /voices, /tones, /tags, /balance, /dictionary

თქვი

ქართულისთვის შექმნილი

კითხულობს ისე, როგორც ქართველი იკითხავდა

რიცხვები ბრუნვაში

„3 წელიწადში" იკითხება როგორც „სამ წელიწადში", „3 თვის" როგორც „სამი თვის". შუალედებიც, მაგ. 3-4

წარმოთქმის ლექსიკონი

სახელები, ბრენდები და აბრევიატურები სამ დონეზე: ცალკე სტატიისთვის, თქვენი ანგარიშისთვის და საერთო

შეცდომის შეტყობინება

თუ სიტყვა არასწორად წაიკითხა, ერთი დაჭერით გვატყობინებთ და ვასწორებთ

6

თქვი

ხმები, ტონები, ემოციები

ერთი ტექსტი, სხვადასხვა ხასიათი

ტონები

ახალი ამბები

ნეიტრალური

თბილი

ენერგიული

მშვიდი

მამრობითი და მდედრობითი ხმები ქართული სახელებით: ალექსანდრე, ეკატერინე, მარიამი, ნიკა, ნინო, გიორგი და სხვები

ემოციის ტეგები

[ჩურჩულით] იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ზღარბი... [მოკლე პაუზა] [ჩაფიქრებულად] რომელსაც სიბნელის ძალიან ეშინოდა.

17 ქართული ტეგი ფრჩხილებში, აუდიოწიგნებისა და რეკლამისთვის

7

თქვი

ვისთვის

ყველგან, სადაც ქართული ხმა სჭირდებათ

ახალი ამბების საიტები

სტატიის მოსმენის ღილაკი ყოველ გვერდზე

განათლება

გაკვეთილები, კურსები და სასწავლო მასალა

ბანკები და ტელეკომი

სატელეფონო მენიუ და ავტომატური შეტყობინებები

გამომცემლები

აუდიოწიგნები, ემოციის ტეგებით

ხელმისაწვდომობა

კონტენტი მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის

კონტენტის შემქმნელები

ვიდეოს გახმოვანება, რეკლამა, პოდკასტი

8

თქვი

ახალი ამბების საიტებისთვის

ყოველი სტატია - აუდიო ვერსიით, გამოქვეყნებისთანავე

≈ ₾2.55

3,000-სიმბოლოიანი სტატიის გახმოვანება

  • მკითხველი უსმენს გზაში, საჭესთან, სამზარეულოში
  • ხელმისაწვდომი საიტი მხედველობის დარღვევის მქონე მკითხველებისთვის
  • არც სტუდია, არც დიქტორი, არც დამატებითი თანამშრომელი

9

თქვი

ფასი

იხდით მხოლოდ იმას, რასაც გაახმოვანებთ

₾0.85

1,000 სიმბოლოზე

გამოწერა და მინიმალური გადასახადი არ არის

მაგალითიღირებულება
მოკლე სიახლე, 1,500 სიმბოლო≈ ₾1.27
სტატია, 3,000 სიმბოლო≈ ₾2.55
100 სტატია თვეში≈ ₾255.00

10 · ფასი 2026 წლის ოქტომბრისთვის. დიდ მოცულობაზე ფასი შეთანხმებით

თქვი

დაწყება

პირველი აუდიო დღესვე

1

ბიზნეს ანგარიშის შექმნა app.tqvi.ge-ზე

2

ელფოსტის დადასტურება და საცდელი ₾1 საჩუქრად

3

API გასაღები და პირველი სტატია სტუდიაში ან API-ით

4

ბალანსის შევსება ბარათით, როცა მზად იქნებით

11

თქვი

თქვი

მოდით, თქვენს ტექსტზე ვცადოთ

info@tqvi.ge

+995 598 36 73 50

tqvi.ge/business

ნიკო ფეიქრიშვილი, დამფუძნებელი

ი/მ ნიკო ფეიქრიშვილი · თბილისი

1 / 12

მოდით, თქვენს ტექსტზე ვცადოთ.

შექმენით ბიზნეს ანგარიში ან მოგვწერეთ: info@tqvi.ge

ბიზნეს ანგარიში