• რა არის?
  • სად ვთქვა?
  • ახალდამატებული
  • პოპულარული
  • თქვი შენი სათქმელი
მეტი
# პოპულარული ტეგები
  • ბავშვები
  • მილოცვები
  • მიმართვა
  • სახალხო მედიცინა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • გთხოვთ დახმარებას
  • პოლიტიკა
  • სოციალური პრობლემები
  • ემიგრანტები

ireporter
© 2015 სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი"
  • მ.კოსტავას ქ. 68

რა არის?



თქვი.ge არის პროექტი რომელიც გაძლევთ შანსს ფართო აუდიტორიას გააგებინოთ საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ თემაზე.



სად და როგორ ვთქვა?

მობრძანდით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მისამართზე კოსტავას 68, ტელევიზიის მთავარ შესასვლელში და თქვით თქვენი სათქმელი

ან ატვირთეთ თქვენი მიმართვა - "მე რეპორტიორზე".

  • მოხერხებულად მოთავსდით სავარძელში (შეგიძლიათ დაარეგულიროთ სავარძლის სიმაღლე).
  • დარწმუნდით, რომ გამოსახულება, რომელიც ჩანს მონიტორზე, თქვენთვის მისაღებია.
  • დააჭირეთ თეთრ ღილაკს და დაელოდეთ. 1 წამში, ხმოვანი სიგნალის შემდეგ დაიწყება ჩაწერა.
  • გააკონტროლეთ დრო წამზომის მიხედვით.
  • თქვენ გაქვთ 2 წუთი.
  • თუ არ მოგეწონებათ ჩაწერილი მასალა, შეგიძლიათ შეაჩეროთ ჩაწერა წითელი ღილაკის საშუალებით და დაიწყოთ თავიდან.
  • იყურეთ კამერისკენ და არა მონიტორისკენ.
  • საუბრის დასაწყისში გთხოვთ, გარკვევით წარმოთქვათ თქვენი სახელი (ნამდვილი ან მეტსახელი) შემდგომში ვიდეოს იდენტიფიკაციისთვის, რათა თავად გაგიადვილდეთ მისი პოვნა საიტზე.
  • ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ სხვა მონაცემებიც - ასაკი, პროფესია,
  • თქვენი ვიდეომიმართვა გაივლის მოდერაციას და მაქსიმალურად მოკლე დროში განთავსდება ვებ-პორტალზე www.Tqvi.ge, და Youtube არხზე - Youtube.com/user/tqvige
  • საავტორო უფლება ამ ვიდეოზე ეკუთვნის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
გაითვალისწინეთ:
  • ვიდეო არ უნდა შეიცავდეს უხამს, არაკორექტულ, შეურაცხმყოფელ და ღირსების შემლახავ გამონათქვამებს.
  • დაუშვებელია ქსენოფობიური, რასისტული, ჰომოფობიური მოსაზრებების პროპაგანდა, ასევე შოვინიზმის და რელიგიური შეუწყნარებლობის შემცველი შინაარსის მოწოდებები.
  • ჩანაწერის შინაარსი არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას ნებისმიერი სახის ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ.
  • მიმართვა არ უნდა შეიცავდეს შინაარსს, რომელიც რაიმე სახით არღვევს სახელმწიფო უსაფრთხოებას.